საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს - მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი

05.10.21 16:07
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს - მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს. 

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის ჰოსპიტალში, გადაიყვანა. 

"პირველების" ინფორმაციით, მას ხელი აქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა აღენიშნება. 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები