გიორგი რამიშვილი 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

07.07.25 21:51
გიორგი რამიშვილი 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მას გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. 

მინდა აღვნიშნო, რომ იარაღის ტარება, ასე გამოდის, მაგრამ ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს, მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ, ვერ შევამჩნიე. აქედან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია რომ ვატარებდი იარაღს არაა სწორი. უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი. რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს, მგონია რომ ზედმეტია.

ძალიან ვნანობ, ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი და ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს, ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში. ეს არის ჩემი კომენტარი. 

ეს შეცდომა მოხდა და ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული, იარაღის ქონის უფლება ყველას აქვს, თუ შემთხვევით ჩანთაში ვერ აღმოაჩინე და პირდაპირ აეროპორტში მიხვედი და გაატარო იქ სადაც ჩანს, არ შეიძლება რომ ეს ადეკვატურმა ადამიანმა გააკეთოს. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს მე ვერ ვუწოდებ.

ბოდიში, გრძელი სიტყვისთვის მაგრამ მე ასე შევაფასებ ამ ფაქტს, ამიტომ ვუთხოვ გირაოს, რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას - რა მჭირს მე გასაქცევი, ძალიან ბევრი საქმე და 7 000 თანამშრომელი მყავს," - განცხადა გიორგი რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები