გდდ-დან მილერი ლაგაზაურიც გაათავისუფლეს

08.07.25 11:28
გდდ-დან მილერი ლაგაზაურიც გაათავისუფლეს

"პირველების" ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, არაერთი ქვეყნის მირერ სანქცირებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სანქცირებული "ხარებას" სანქცირებულ მოადგილეს პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს.

მილერი ლაგაზაური ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და  ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერაა სანქცირებული.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა სანქცირებულმა გდდ-ის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძემაც. პოსტიდან წავიდა იოსებ მარგველაშვილიც

10 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ გდდ-დან ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) წავიდა.

"ხარებას" ნაცვლად გდდ-ს დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები