რიში ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა 2012 წელს - კობახიძე

05.10.21 16:30
რიში  ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა 2012 წელს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავლენიანი სენატორის, ჯიმ რიშის, კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს. 

ირაკლი კობახიძემ სენატორის მწვავე გზავნილის შეფასებისას თქვა, რომ რიში ქართველი არ არის და არ იცის, რა ხდება საქართველოში. 

როცა ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს,  იმას რა უნდა მოკითხო, არ ვიცი. ეს წარმოუდგენელია. იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რა ხდებოდა 2012 წელს საქართველოში? რიში ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა. 

რაც 2012 წელს ხდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი რამ და როცა ერთმანეთს ადარებ 2012 და 2021 წლის არჩევნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ იცი, რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე- ამბობს კობახიძე.

"საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება" - ეს უმწვავესი გზავნილი აშშ-ს სენატორს, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრს, ჯიმ რიშს, ეკუთვნის. 

რიში ამომრჩევლის მოსყიდვის, შანტაჟის, ძალადობის  და დაშინების ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს იყო დრამატული უკუსვლა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის აკვირდებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები