მოსამართლე ნინო ენუქიძემ ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ნინო ენუქიძემ ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმა - შსს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, გიორგი ვაშაძის დაკავებისას, "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში მისული პოლიციელებისთვის "მონის" დაძახებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 24 ივნისს 7 თვით ციხეში გაუშვა. ვაშაძეს პოლიციელებმა ხელბორკილები საკუთარი პარტიის ოფისში დაადეს.