PACE-ის მომხსენებლები პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

08.07.25 13:09
PACE-ის მომხსენებლები პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებზე მომხსენებლები პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი შემოდგომაზე, ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოში ჩამოვლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე წერს.

ევროსაბჭოს სიახლეები, რომლებიც მგონი არ გაშუქებულა საქართველოში (ან მე გამომრჩა): 

  1. ვენეციის კომისიამ მიმართა ევროსასამართლოს და რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს - ამას კომისია ძალიან იშვიათად აკეთებს! 
  2. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე მომხსენებლები პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოში ჩამოვლენ შემოდგომას; 
  3. ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა მოითხოვა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა   ოპოზიციონერების მიმართ. მანვე წუხილი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში ვერ შეიქმნა ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც აზრს მისცემდა არჩევნებში მონაწილეობას და ნდობას გააჩენდა საარჩევნო პროცესისადმი," - წერს გიორგი ბურჯანაძე. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის მომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინე კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), საქართველოში ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო, ღრმა შეშფოთება გამოთქვეს

ჩვენ ვუერთდებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ასამბლეაში გუშინდელ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ დებატებში და მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს დევნის პროცესები და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად უნდა დასრულდეს. ისინი შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან," - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მსგავსი სიახლეები