სამარცხვინოები ხართ, ვისაც კერპად გაგიხდიათ ივანიშვილი - სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"
"სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად ყველა, მთელი შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ" - ასე მიმართა ფრაქცია "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იზიარებს.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაზე, სადაც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება ოლიგარ ივანიშვილს მიუძღვნა და "ბიძინობა" მიულოცა.
შეგახსენებთ, ბატონებო, ვისაც კერპად გაგიხდიათ ბიძინა ივანიშვილი, ათი მცნებიდან მეორეს - კერპთაყვანისმცემლობას! სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად ყველა, მთელი შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო არც თანამედროვე სახელმწიფოსთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.