ლევან ხაბეიშვილს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ

05.10.21 17:17
ლევან ხაბეიშვილს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ

მიხეილ სააკაშვილთან თანაპარტიელებისა და მნახველების შესვლა შეიზღუდა. ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი,  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობას მეორე დღეა, უშედეგოდ ელის.
 

მე , პარლამენტის წევრს, აბსოლუტური უფლება მაქვს, არავის თხოვნა არ მჭირდება, რომ შევიდე მიხეილ სააკაშვილთან საკანში. მხოლოდ ამაზე ბრძანება უნდა გამოსცეს პარლამენტის თავმჯდომარემ, მას შემდეგ, რაც შევატყობინებ, რომ ეს სურვილი მაქვს. შეტყობინება გაგზავნილია 2 დღეა და კუჭავა ამ დრომდე არ გამოსცემს ბრძანებას, რომ მოვახერხო მესამე პრეზიდენტის ნახვა - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის დეპუტატს ნებისმიერ დროს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების უფლება გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას, განცხადებით, მას არც ერთი დეპუტატისთვის აღნიშნული უფლება არ შეუზღუდავს.

 

მსგავსი სიახლეები