გია ვოლსკი: ეჭვი მეპარება, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია
"ქართული ოცნების" წევრს, გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ წერილი, რომელიც სამთავრობო მედიამ გაავრცელა, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია.
"პირველების" საპარლამენტო კორესპოდენტის კითხვაზე, "ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?" ვოლსკი პასუხობს: "ხო, ეჭვი მეპარება".
- სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, სადაც დაწერა, რომ მას "ბარიგობას" აბრალებენ და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
კითხვაზე, ვის შეეძლო აღნიშნული წერილის დაწერა - ვოლსკი ამბობს, რომ "არ იცის".
არვიცი, რავიცი. ნუღა ჩავეძიებით. ხო აი სუფრაზე იყო და იქვე დაწერა წერილი. ნუ მიბაიბურებთ ახლა ... ეგ არავინ არ იცის ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ. საერთოდ, პოლიტიკოსის საქმე არ არის, გამოიყენოს ეს ვითარება, უბედურება იმისთვის, რომ დივიდენდი მიიღოს.
ვერ ვიტყვი, რომ ეს შემდგარი ფაქტია, რომ ეს წერილი არსებობს ისეთი, რომელიც თქვენ როგორც უწოდებთ, ჩვენმა მედიამ თუ თქვენმა მედიამ გაავრცელა. გამოძიება მიმდინარეობს და ყვეალფერს თავის სახელს დაარქმევს. გამოძიება ვალდებულია რომ დაადასტუროს, არის ეს წერილი თორნიკეს დაწერილი, თუ არ არის. თუ მისი დაწერილია, მაშინ გაარკვიოს, ვინ რას აბრალდებდა საერთოდ, რა მოხდა იქ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.
ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.