"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ალექსანდრე ახვლედიანის მიმართ გირაოს მოითხოვს

08.07.25 17:39
"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ალექსანდრე ახვლედიანის მიმართ გირაოს მოითხოვს

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ალექსანდრე ახვლედიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს - მთავარი საგამოძიებო უწყებამ განცხადებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის აღკეთ ღონისძიებაზე იმჯელებენ. უცნობია, რომელ მოსამართლეს დაეწერება გახმაურებული საქმე. 

მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ალექსანდრე ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს - "ქართული ოცნების"  მაღლჩინოსანი, რომლის სახლშიც გამოძიების ვერსიით,  თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ამბობს რომ "გლოკის" ტიპის იარაღის შენახვის წესები სრულად დაცული ჰქონდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ლელა აფციაურმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, უფრო მეტის თქმას ახვლედიანი სასამართლო პროცესზე აპირებს. ირკვევა, რომ საქმეში ვიდეო კადრებიც დევს, სადაც ადვოკატის თქმით, ჩანს, როგორ შედის თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მდებარე ფანჩატურში და როგორ იღებს იქიდან იარაღს. 

  • ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები