საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგში - ევროპარლამენტი მძიმე ანგარიშის დასამტკიცებლად ემზადება

08.07.25 20:29
საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგში - ევროპარლამენტი მძიმე ანგარიშის დასამტკიცებლად ემზადება

"ოცნების" მმართველობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი მძიმე ანგარიშის დასამტკიცებლად ემზადება. ბრუსელში ისევ საქართველოს საკითხია დღის წესრიგში. კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები დებატებისთვის ემზადებიან, რომელიც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.  

პოლიტიკური განცხადებების დრო დასრულდა, ახლა მოქმედებაზე გადასვლის დროა - სწორედ ამ მოთხოვნით გაიხსნება ევროპარლამენტში დებატები. ტვ პირველთან ინტერვიუებში ევროპარლამენტარებმა ის ძირითადი მოთხოვნები და საკითხები გააჟღერეს, რომელზეც სტრასბურგში იმსჯელებენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებით უპასუხოს. 

უმწვავესი ანგარიშით, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ხვალ უყრიან, ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვა დასანქცირებაზეა საუბარია. დოკუმენტში ყველა ამ პირის სახელი და გვარია ჩამოთვლილი. 

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიის ნიშანწყალი აღარ არის, ამიტომ ის ევროავშირში აღარ მოიაზრება და დღის წესრიგში დადგება როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, ისე სამომავლოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიც. 

დოკუმენტში ასევე საუბარია ყველა იმ პოლიტიკური ლიდერზე, რომელიც "ოცნებამ" ციხეში გაუშვა. ევროპარლამენტარები აყენებენ პირობას: ოქტომბრის არჩევნებამდე ყველა ეს პირი უნდა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არცევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები