ვინ უსმენდა დიპლომატებს - ,,ოცნება" ხელს გახარიას თანაპარტიელის ძმისკენ იშვერს

05.10.21 17:50
ვინ უსმენდა დიპლომატებს - ,,ოცნება" ხელს გახარიას თანაპარტიელის ძმისკენ იშვერს

უკანონო მოსმენები - ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხელს გახარიას თანაპარტიელის ძმისკენ იშვერს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, უნდა ჰკითხონ, კანონიერი იყო თუ არა დიპლომატების მოსმენა.

გამოძიება ნათელს მოფენს, ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად თუ ჰქონდა მოპოვებული ჩანაწერები. ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს, ეს უნდა დადგინდეს - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

,,პირში წყალი გამოივლე" - ურჩევს ირაკლი კობახიძეს გახარიას თანაპარტიელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა. გიორგი ხოჯევანიშვილი კობახიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

24 საათის არ იყო გასული გამოძიებიდან და სხვადასხვა გვარებს აჟღერებდნენ უღირსი პოლიტიკოსები თავიანთი უთავმოყვარეო განცხადებებით. ალექსანდერ ხოჯევანიშვილთან მიმართებაში რამე კითხვის ნიშნის დასმაც კი აბსოლუტურად ალოგიკურია. თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანს თუნდაც ერთი დღეც კი არ ექვემდებარებოდა ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, რომელიც ძირითადად მოსმენების მიმართულებით მუშაობს.

პირში წყალი გამოივლოს, თუ ვინმე ღირსეული თანამშრომლების მისამართით უღირს ბრალდებებს აჟღერებს - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები