თვითმმართველობის არჩევნები ეუთო-ოდირის მისიის გარეშე - "ოცნებამ" ორგანიზაცია დამკვირვებლად არ მოიწვია

08.07.25 20:55
თვითმმართველობის არჩევნები ეუთო-ოდირის მისიის გარეშე - "ოცნებამ" ორგანიზაცია დამკვირვებლად არ მოიწვია

"ქართულ ოცნებას" ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო აღიარება აღარ სჭირდება და მმართველობის ისტორიაში პირველად სადამკვირვებლო მისიას აღარ იწვევს. ეს ეუთო ოდირისთვის უკვე ცნობილია. ორგანიზაცია, რომლის დასკვნა არჩევნების აღიარებისთვის საჭირო ერთადერთი კომპეტენტური და სანდო წყაროა, ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ხანგძლივი პრაქტიკიდან გადახვევაა. 

მისიის დამკვირვებლები ვეღარ ჩამოვლენ, თუმცა ადგილზე დაკვირვების გარეშე ხედავენ, როგორია საარჩევნო გარემო ქვეანაში თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციას ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია რეპრესიები ქუჩაში, სასამართლოში და ამ მიზნით მიღებული კანონმდებლობა. 

"ქართულ ოცნებაში" მწვავე კრიტიკაზე გაბრაზდნენ. ამას ივანიშვილის პარტიის შეცვლილი რიტორიკა და შეცვლილი სამიზნე მოწმობს. თუ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ მისიის მოწვევაზე უარი ადგილობრივი არჩევნების ნაკლები მნიშვნელობის გამო ახსნა, დღეს მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ პრობლემა ეუთოსა და ევროკავშირშია. "ოცნება" ასახელებს პირობებს და ირიბად იმასაც ადასტურებს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემამ შეაწუხა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები