ვის დასანქცირებაზე მუშაობს ვაშინგტონი - გზავნილები აშშ-დან

08.07.25 20:59
ვის დასანქცირებაზე მუშაობს ვაშინგტონი - გზავნილები აშშ-დან

იქნება თუ არა ვაშინგტონის შემდეგი სამიზნე ივანიშვილის პრემიერი კობახიძე და მოსამართლეები - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დამატებითი სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს. დევიდ კრამერი "ტვ პირველთან" ინტერვიუში "ოცნების" მმართველობას საგანგაშოს უწოდებს და თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგების რესურსი ივანიშვილის პარტიამ ამოწურა.  

ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსულ ზრახვებზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდა, ახლა კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ მოქმედების დროა და სანამ პარტნიორები ფიქრობენ, "ქართული ოცნება" ქვეყანაში ავტორიტარულ მმართველობას ოფიციალურად აფორმებს. "გამოსავალი ამ კრიზისიდან ახალი არჩევნებია" - ფიქრობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საარჩევნო პროცესი ნდობას ვერ დაიბრუნებს.

საქართველოს მიმართ ამერიკის მომავალ პოლიტიკას ის დოკუმენტი განსაზღვრავს, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და ახლა სენატში კენჭისყრას ელოდება. ვაშინგტონიდან მკაფიო გზავნილები მოდის, რომ მეგობარი აქტს კანონმდებლები საბოლოოდ დაამტკიცებენ. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები