„სანქციების ორი სცენარი განიხილება“ — იუკნევიჩიანე საქართველოს ბელარუსს ადარებს და მკაცრი შეფასებით გამოდის

08.07.25 20:15
„სანქციების ორი სცენარი განიხილება“ — იუკნევიჩიანე საქართველოს ბელარუსს ადარებს და მკაცრი შეფასებით გამოდის

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ევროკავშირის დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად იქცა. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ "ოცნების" მმართველობა ბელარუსის რეჟიმს ემსგავსება და პოლიტპატიმრებზე დებატები ორივე ქვეყანაზე ერთნაირად მძიმე იქნება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნები - გაყალბებული, პარლამენტი - ერთპარტიული, ხოლო მთავრობა და პრეზიდენტი - თვითგამოცხადებული. იუკნევიჩიანე მიუთითებს, რომ დემოკრატიის ნაცვლად ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება და ევროკავშირში განიხილება ორი შესაძლო სანქცირების მექანიზმი: საერთო ევროპული მიდგომა და ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალური სანქციების დაწესება.

ევროაპრლამენტი არ აღაირებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რადგან ჩვენ არ ვცნობთ გაყალბებულ არჩევნებს, ერთპარტიულ პარლამენტს და თვითგამოცხადებულ მთავრობას და პრეზიდენტს. ანგარიშში ჩვენ შევაფასეთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, უკუსვლა დემოკრატიიდან ავტოკრატიამდე. ეს უდიდეს შეშფოთებას იწვევს. წლების წინ საქრათველო აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი სახელმწიფო იყო, მაგრამ დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უამრავია დამიანი ამბობს, რომ ის უკვე დაკარგული ქვეყანაა. მაგრამ, მე ასე არ ვიტყოდი, რადგან ვხედავ, როგორ იბრძვიან ადამიანები ქუჩაში, მაგრამ ამას თუ არ ჩავთვლით, სომხეთი უფრო დიდ იმედს გვაძლევს მომავალში, ვიდრე საქრათველო. ერევანი სამხრეთ კავკაშიაში ყველაზე დემოკრატიული დედაქალაქი ხდება. ეს ჩემი შეფასებაა, თუმცა ბევრი ამასაც ამბობს.

ჩვენ დებატები დემოკრატიულ უკუსვლაზე გვექნება და არა პროგრესზე. ასევე ვიმსჯელებთ სამომავლოდ საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ასევე, ექნება თუ არა საქართველოს სამომავლოდ უვიზო რეჟიმი. დღეს დებატები ბელორუსზე და იქ დატყვევებულ პოლიტიკურ პატიმრებზეც გვექნება. სამწუხაროდ, დებატები ბელორუსიასა და საქრთველოზე ერთმანეთს ემსგავსება, რადგან ორივე დებატების დროს საუბარი პოლიტიკურ პატიმრებზე იქნება. 

სანქციებთან დაკავშირებით არსებობს ორი ვარიანტი. ევროკავშირის შეთანხმებულია სანქციები, როემლიც ორბანის ვეტოს გამო შედარებით უფრო რთულია. ის რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებსაც ეწინააღმდეგება, მაგარამ არის მეორე ვარიანტიც, რომელსაც ჩვენც ვემხრობით, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად განახორციელონ სანქცირების პროცესი, - ამბობს რასა იუნკევიჩიანე. 

მსგავსი სიახლეები