"ოცნების" პოლიტიკოსების ნიღბები ჩამოხსნილია! დროა, ვიმოქმედოთ! - აუსტრევიჩუსი
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების ნიღბები ჩამოხსნილია - დროა, ვიმოქმედოთ!“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "პირველებთან" ინტერვიუში საუბრობს. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველო პოლიტიკური პატიმრების ქვეყანად გადაიქცა და დემოკრატიული დასავლეთისგან იზოლაციის გზაზე დგას. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსგან აშორებს, ხოლო ევროკავშირმა პოლიტიკური განცხადებების ფაზა უკვე დაასრულა.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, ახლა ევროკავშირი კონკრეტულ მოქმედებაზე უნდა გადავიდეს, რაც შესაძლოა, შეეხოს არა მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებასაც - მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების ფორმატით.
საქართველო იქცა პოლიტიკური პატიმრების ქვეყანად. არსებულ მთავრობას არ მიჰყავს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროსკენ. ვერ ვეხდავთ დღევანდელ საქართველოს ევროკავშირში. არ არსებობს არგუმენტი, რატომ არიან პოლიტიკური ლიდერები ციხეში. ამ დროს მთავრობა ცდილობს რაღაც დიალოგს ევროკავშირთან. არანაირად. ეს საპირისპირო მიმათულებაა, რომელიც რუსეთსა და ბელორუსიისკენ მიდის. ჩვენ ამოვწურეთ პოლიტიკური განცხადებები და დავასრულეთ ყველანაირი გაფრთხილებები მთავრობის მიმართ. ახლა მოქმედებების დროა. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ნაბიჯი ძალიან მტკივნეული იქნება და შეეხება არა მხოლოდ მთავრობის მაღალჩინოსნებს და მათ, ვინც დასავლეთს აკრიტიკებს, არამედ ხალხსაც. მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია. ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა, გარკვეული დროის განმავლობაში გავყინოთ ივიზო მიმოსვლა. ვფიქრობ, რომ დროა. "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების ნიღბები ჩამოხსნილია. ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ დროა, ვიმოქმედოთ. სიტუაციას ვერანაირი სიტყვა ვერ შეცვლის, - ამბობს აუსტრევიჩუსი "ტვ პირველთან" ინტერვიუში.