“ოცნების“ ხელწერაა, როდესაც თავისი გუნდის წევრს ყველა სიბინძურეს ჩაადენინებს, მას აღარავინ ეპატრონება-შავაძე
“ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც ის თავისი გუნდის წევრისგან ყველა რესურსს ამოწურავს, ყველა სიბინძურეს ჩაადენინებს და მერე ასეთ განწირულ მდგომარეობაში ჩააყენებნ და მას აღარავინ აღარ ეპატრონება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა როლანდ შავაძემ გადაცემა “რეაქციაში“ თორნიკე რიჟვაძის საქმის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ყველა ვერსია, რაც რიჟვაძესთან დაკავშირებით ვრცელდება, მიდის იქამდე, რომ რეჟიმი ყველას ანადგურებს, ვინც კორუფციაში ჩაფლული.“
შავაძის ინფორმაციით, “უკანონო გარიგებებიდან აღებული ფული მიდოდა რიჟვაძის გარემოცვასთან და ივანიშვილმა ეს ვერ აიტანა“.
“ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც ის თავისი გუნდის წევრისგან ყველა რესურსს ამოწურავენ, ყველა სიბინძურეს ჩაადენინებენ და მერე ასეთ განწირულ მდგომარეობაში ჩააყენებნ და მას აღარავინ აღარ ეპატრონება. მაგალითად, აჭარაში ბევრ ადამიანს, რომელიც რიჟვაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა, მათ შორის, მინისტრებს, სოლიდარობაც კი არ გამოუხატავს და გამძლეობაც კი არ უსურვებია ოჯახისთვის.
ყველა ვერსია, რაც რიჟვაძესთან დაკავშირებით ვრცელდება, მიდის იქამდე, რომ რეჟიმი ყველას ანადგურებს, ვინც კორუფციაში ჩაფლული. აჭარაში, ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა კორუფცია, ის ქაოტური მშენებლობები, რომლებიც ისეთ ადგილებში მიდოდა, სადაც არ შეიძლებოდა და ეს ხდებოდა უკანონო გარიგებებით. უკანონო გარიგებებიდან აღებული ფული მიდოდა რიჟვაძის გარემოცვასთან და შესაბამისად, ვერ აიტანა იმ ფულის მანიაკმა, ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას და მან მოითხოვა, რომ მის ჯიბეში წასულიყო, - განაცხადა შავაძემ.