საერთაშორისო არენაზე “ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია და ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება-გოშევსკა

09.07.25 00:09
საერთაშორისო არენაზე “ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია და ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება-გოშევსკა

საქართველო დიქტატურა ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” - პრორუსული პარტია - კანონს არღვევს და დაჩქარებული წესით ახდენს ოპოზიციის მარგინალიზებას, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტს“.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია და ინდივიდუალური სანქციებია საჭირო.

„საქართველო დიქტატურა ხდება. “ქართული ოცნება” - პრორუსული პარტია - კანონს არღვევს და დაჩქარებული წესით ახდენს ოპოზიციის მარგინალიზებას, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტს. საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოდის, მაგრამ „სასტიკად ახშობენ“.

ცოტა ხნის წინ, 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია.

საქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს ეშორებენ, და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონტაქტის შენარჩუნება გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად,” - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

მსგავსი სიახლეები