მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მინდა, დაიცვათ, ის დიდი ადამიანია - ლიზა იასკო

05.10.21 18:26
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მინდა, დაიცვათ, ის დიდი ადამიანია - ლიზა იასკო

,,საქართველომ ბედნიერად უნდა იგრძნოს თავის, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ძალიან დიდ რისკზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის". - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა და მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა, ლიზა იასკომ, რუსთავის მე 12-ე დაწესებულების დატოვებისას განაცხადა.

ლიზა იასკომ მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ქართველმა ხალხმა ის უნდა დაიცვას.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მისით ვამაყობ. მას საკუთარი ქვეყანა ძალიან უყვარს. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც თქვენ უნდა მოიგოთ. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ამ ეტაპზე ის პოლიტიკური პატიმარია. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში. საჭიროა, ამას ვებრძოლოთ. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თქვენ საკუთარი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი უნდა დაიცვათ. ეს არის ადამიანი დიდი გულით. დიდი უნარით, აკეთოს დიდი საქმეები. უკრაინაში მას დიდ პატივს ვცემთ და გვშურს თქვენი, რომ ასეთი პრეზიდენტი გყავდათ. ძალიან მინდა, რომ ის დაიცვათ - განაცხადა ლიზა იასკომ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები