პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარია.
პარტიის ლიდერების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ივანიშვილის რეჟიმის მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაუსვეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის", ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.