"ოცნება" პარტიაში მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად ადანაშაულებენ მედიას - ლანა გალდავა

09.07.25 13:19
"ოცნება" პარტიაში მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად ადანაშაულებენ მედიას - ლანა გალდავა

 

 

ირაკლი კობახიძის ბრალდება მედიას - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამბობს, რომ კობახიძის გუშინდელი განცხადება "ოცნებაში" მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადაფარვას ემსახურებოდა და სწორედ ამიტომ დაანადაშაულა "ოცნების" პრემიერმა მედია ცილისმწამებლურ კამპანიაში.

  • ცნობისთვის, კობახიძემ გუშინ ჟურნალისტის კითხვაზე - ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას, როგორც ეს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ წერილში იყო ნათქვამი, "ოცნების" პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: "უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“.

გალდავას თქმით, დამნაშავეები თავად "ოცნებაში" არიან. 

"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად, ახლა ადანაშაულებენ მედიას ცილისმწამებლურ კამპანიაში. "ქართული ოცნება" არის დამნაშავე, რომ აწარმოა სისხლიანი კამპანია საარჩევნო პერიოდში, იმაში, რომ პირდაპირ ეთერში მოუწყო "ბართლომეს ღამე" მედიის წარმომადგენლებს იმაში, რომ ახალისებს ცილისმწამებლურ კამპანიას და მუდმივად საუბრობს სიძულვილის ენას. ასე, რომ დამნაშავეები არიან "ქართულ ოცნებაში".- განაცხადა გალდავამ.

 

მსგავსი სიახლეები