მე არ ვარ ბაბა-იაგა, ამის ნუ ეშინიათ - ანზორ მელია
ზუგდიდი მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამბობს, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ანტიპროპაგანდა დაიწყო. მისი თქმით, მთავრობა მერიის თანამშრომლებს თათბირებზე იბარებს და ეუბნება, რომ ანზორ მელიას მერად არჩევის შემთხვევაში ისინი სამსახურებს დაკარგავენ.
მელია ირწმუნება, რომ ზუგდიდის მერას მისი არჩევის შემთხვევაში ყველა თავის თანამდებობაზე დარჩება.
მთავრობა ნამდვილად არ მოელოდა ასეთ შედეგს, რომ ამდენი პროცენტით მოვუგებდით, მაგრამ ეს რეალური არ არის, უფრო მეტი იყო, ძალიან ბევრი გაბათილებული ბიულეტენებია. უკვე დაიწყეს, ბაღის გამგეები იბარებენ თანამშრომლებს და ეუბნებიან, ანზორ მელიას ხმა არ მისცეთ. გუშინ დაიწყეს უკვე. მერიაში ტარდება თათბირები და ეუბნებიან, ანზორ მელია მოვა და გაგყრით სამსახურიდან. მე ყველას ვეუბნებოდი არჩევნების წარმოების დროს, რომ მე ვიქნები ყველა ზუგდიდელის მერი განურჩევლად პოლიტიკური მიმართულებისა და ამიტომ, მე არავის გაყრას არ ვაპირებ, ამის ნუ ეშინიათ. მე არ ვარ ბაბა-იაგა, - თქვა მელიამ.