ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

09.07.25 16:57
ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა - ინფორმაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით,  შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის  9 ივლისს მოეწერა.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლრლობა  ალექსი ახვლედიანის სახლში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის კუთვნილი "გლოკის" ტიპის იარაღიდან გასროლით სცადა. 

ახვლედიანი გუშინ, 8 ივლისს 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები