არ შეიძლება შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი,რომელმაც სახელმწიფო შექმნა, ასე გაიმეტო - ანზორ მელია

05.10.21 22:06
არ შეიძლება შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი,რომელმაც სახელმწიფო შექმნა, ასე გაიმეტო - ანზორ მელია

ზუგდიდი მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთი ღირსეული ქართველი მიხეილ სააკაშვილისადმი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას არ მიეხმრობა, რადგან მან ქართული სახელმწიფო ააშენა და ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. 

არ შეიძლება როცა  შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო შექმნა, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო, აი, ასე გაიმეტო, დაიჭირო და ასეთი სიტყვებით შეამკო, როგორც ამკობენ, ეს არც ერთი ღირსეული ქართველი ამას არ მიემხრობა და რომც არ იყოს ჩემი მომხრე, მაინც მივა ახლა მეორე ტურში და მე მომცემს ხმას, მე ამაში დარწმუნებული ვარ, - ამბობს ანზორ მელია.