თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს, ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიგს შეხვდნენ

09.07.25 17:15
თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს, ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიგს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლოდთა პალატის წევრებს, ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიგს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ განიხილა ივანიშვილის რეჟიმის შეკავების სტრატეგია. ასევე ისაუბრეს სანქციებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, რომელიც უკარგავენ ყველანაირ პერსპექტივას საქართველოს და ქართველ ხალხს", - წერია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები