სალომე ზურაბიშვილი: არ არსებობს არჩევნები... ეს არის "ოცნების" მიერ შემოგდებული თემა

09.07.25 19:08
სალომე ზურაბიშვილი: არ არსებობს არჩევნები... ეს არის "ოცნების" მიერ შემოგდებული თემა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები არ არსებობს და ეს "ქართული ოცნების" მიერ შემოგდებული მითია. 

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" არჩევნების მითი ოპოზიციის დასაპირისპირებლად "შემოაგდო".

ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები. ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის თემა შემოგდებული სწორედ "ქართული ოცნების", რისთვის? - იმისთვის და შედეგსაც მიაღწია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები არარსებული არჩევნების... რეალურად მე ვარ დარწმუნებული და ალბათ, თქვენც რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები