ვინ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძე? - საგამოძიებო უწყება დუმს
აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე კონტაქტურია და მისი მდგოამროება გაუმჯობესებულია, თუმცა გამოძიებამ ის ჯერ ვერ გამოჰკითხა, რადგან ისევ მართვით სუნთვაზეა.
ამ დრომდე უცნობია, ვინ მიიყვანა თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე. "ქართულ ოცნებაში" დამნაშავეს ეძებენ, თუმცა არ სურთ აღიარება, რომ რიჟვაძე არაფორმალური გარჩევის მსხვერპლია.
რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმდებები, ჯერ არ ხმაურდება. გელა გელაძის უწყება მესამე დღეა დუმილის რეჟიმზეა გადასული. არაფერს ამბობს არც გენერალური პროკურტაურა. ფაქტია, რომ არც თორნიკე რიჟვაძის და არც მამამისის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაწყებული არცერთ უწყებას არ ჰქონია. ანუ გამოდის, რომ რიჟვაძემ არაფორმალური გარჩევებს ვერ გაუძლო და სუციდი სცადა.
"ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ახლა სწორედ ივანიშვილს აწყობს თორნიკე რიჟვაძის უცხოეთში გაგზავნა
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში