ტერორი ნარკოტესტებით - პროევროპული აქციის მონაწილეები დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობენ

09.07.25 20:39
ტერორი ნარკოტესტებით - პროევროპული აქციის მონაწილეები დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობენ

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრთან პოლიციამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში ნარკორეიდები ტარდება. როკო მწყერაშვილი მეუღლესთან ერთად ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს - აღიარეს, რომ გასაჩერებლად მისი ავტომობილის ნომრები ჰქონდათ გადაცემული - ჯერ ალკოტესტზე შეამოწმეს, შემდეგ ადგილზე ნარკოტესტი ჩაუტარეს, თუმცა პასუხს არ დალოდებიან, ისე გადაიყვანეს დიღომში შემოწმებაზე.

აქვს თუ არა საგამოძიებო უწყებას სპეციალური სიები, ვისზეც მითითებაა გაცემული, რომ უნდა გადაამოწმონ - პოლიცია სპეცსიების ქონას უარყოფს, თუმცა ვერ განმარტავს რა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ, ვინ უნდა შეამოწმონ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები