თენგო თევზაძე: "ქართული ოცნება" ყოველდღიურად სუსტდება

09.07.25 21:52
თენგო თევზაძე: "ქართული ოცნება" ყოველდღიურად სუსტდება

"ქართული ოცნება" ყოველდღიურად სუსტდება" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

თევზაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ნაბიჯები, მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები და ივანიშვილის პარტიის შიდა დაპირისპირება სისუსტის ნიშანია.

"ქართული ოცნება" სუსტდება, ყოველდღიურად სუსტდება. ყაველაშვილის წერილი იყო სისუსტე და ის, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა მათ აქვთ. ირაკლი კობახიძის განცხადება, ჯერ შოთა არველაძეს ეხვეწებოდა დავჯდეთ, ვილაპარაკოთ და მაღიარეო, ახლა ოპოზიციას გვემუქრება, ვინც არ გვაღიარებთ ყველას დაგიჭერთო, ეს სისუსტეა.

სისუსტეა ის, რასაც ისინი აკეთებენ, რომ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ერთმანეთი, ან ერთმანეთს კლავენ, გარჩევები აქვთ. ყველამ იცის ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, რომ ყოველ საღამოს მათ აქვთ გარჩევები, ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ," - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

მსგავსი სიახლეები