"ახლა კონცენტრირება არის საჭირო ქარტიის ირგვლივ" - ეკა ბესელია ზურაბიშვილის მიმართვაზე

10.07.25 00:05
"ახლა კონცენტრირება არის საჭირო ქარტიის ირგვლივ" - ეკა ბესელია ზურაბიშვილის მიმართვაზე

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა "ქართულ ქარტიაზე" კონცენტრირება.

მისი თქმით, ასეთი ერთსულოვანი საქართველოს მიმართ დასავლური სამყარო არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად ეს ერთსულოვნება უნდა გადაითარგმნოს შიდა ერთიანობადაც.
 

ახლა კონცენტრირება არის საჭირო ამ ქარტიის ირგვლივ, პროტესტის მონაწილეთა, მათ შორის, ენერგიაც, დროც და რესურსებიც დასაზოგია და მისამართია უფრო რაციონალურად.

ჩვენ ხომ ვხედავთ, ცივილიზებული სამყარო ძალიან ღია ენით ლაპარაკობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ასეთი ერთსულოვანი საქართველოს მიმართ დასავლური სამყარო არასდროს არ ყოფილა. სტრასბურგი, ბრუსელი, ვაშინგტონი ერთ ხმაში საუბრობს, ერთიანი გზავნილებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა და ეს ერთიანობა უნდა გადაითარგმნოს შიდა ერთიანობადაც," - განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები