სასამართლოში, დღეს, საბა ჯიქიასა და ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესები გაიმართება

10.07.25 10:24
სასამართლოში, დღეს, საბა ჯიქიასა და ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესები გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სინდისის პატიმრების საბა ჯიქიასა და ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, მათი განაჩენი გამოცხადდება. 

19 წლის საბა ჯიქიას პროცესი სასამართლოში 10:30 საათზე დაიწყება. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სინდისის პატიმარი 3 ივლისს ელოდა განაჩენის გამოცხადებას, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადება დღეისთვის გადადო.

პროცესების დროს, გდდ-ის სპეცრაზმელი ბექა გოტიაშვილი, რომელზე თავდასხმასაც ედავებიან საბა ჯიქიას, სასამართლოზე დაიკითხა. გოტიაშვილმა აღნიშნა, რომ 1 დეკემბერს აქციაზე, წაიქცა/წააქციეს, რის შემდეგაც ერთ–ერთმა პირმა მას ფეხი ჩაარტყა. მისივე თქმით, დაზიანება არ მიუღია.

საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიას მხარდასაჭერად სინდისის სხვა პატიმრების ოჯახები, მისი მეგობრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელიას პროცესი კი 13:00 საათზეა ჩანიშნული. ის 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები