გიორგი ბარამიძე: ეს არის ისტორიული რეზოლუცია – ასეთი მკაფიო, მკვეთრი და ერთმნიშვნელოვანი ევროპარლამენტი არასოდეს ყოფილა
"ეს არის ისტორიული რეზოლუცია – ასეთი მკაფიო, მკვეთრი და ერთმნიშვნელოვანი ევროპარლამენტი არასოდეს ყოფილა" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი მკაფიოდ არ აღიარებს რეჟიმს ლეგიტიმურად, გმობს პოლიტპატიმრების არსებობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მკაცრად მოითხოვს მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ხოლო რუსულ რეჟიმს მოუწოდებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ.
მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო გუშინ ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ისტორიული რეზოლუცია, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული ქართველი ხალხისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა, მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გამოთქმულია შეშფოთება ძალიან მკაფიოდ და ნათლად იმ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც ევროპარლამენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით და ყველა ძირითადი პარტიის მონაწილეობით არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. იგი გმობს პოლიტპატიმრების არსებობას ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და სხვების, მოითხოვს მათ გათავისუფლებას. ასევე, გათავისუფლებას იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებულები, მათ შორის მზია ამაღლობელის და მოუწოდებს საქართველოში მოქმედ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან შეკრულ და დაახლოებულ რეჟიმს, ჩაატაროს თავისუფალი, დამოუკიდებელი ორგანოების მიერ კონტროლირებადი და მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და მიიჩნევს, რომ ის პროცეს, რომელიც მას აქვს დაგეგმილი 4 ოქტომბერს, იქნება მხოლოდ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის განკუთვნილი და ბუნებრივია მას ნდობას არ უცხადებს. ეს არის ისტორიული რეზოლუცია იმიტომ, რომ ასეთი მკაფიო, ასეთი მკვეთრი და ასეთი ერთმნიშვნელოვანი ევროპარლამენტი არ ყოფილა. ეს ამავდროულად აჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანაში დემოკრატია და რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც სულ ცოტახნის წინ იყო ჯერ კიდევ მიჩნეული აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეული ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იმ მავნებლურმა, მოღალატურმა პროცესმა, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის კრიმინალურმა ბანდა, ჩვენი ქვეყანა მიიყვანა იზოლაციამდე და იქამდე, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო - ევროპარლამენტი ასეთ მწვავე რეზოლუციას იღებს, სადაც გმობს ამ რეჟიმის ქმედებას , რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ.
ამავდროულად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ამ მოღალატეთა და კრიმინალური ბანდის, პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემათა წამებაში ამხილა. ეს არის მტკნარი სიცრუე, მორიგი კრემლის პროპაგანდა, მორიგი ბინძური პროპაგანდა, რომელიც ახასიათებს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს და მას არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამ რეჟიმს გონს მოეგონ, გაათავისუფლონ პუტინის პირადი ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმის სხვა ყველა პოლიტიკური პატიმარი, გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ცივილიზებული განვითარების გზას, დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს დამოუკიდებელი და პატიოსანი მიუკერძოებელი სტრუქტურა, რომელიც ჩატარდება მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალურ გარემოში, ეს არის ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ევროპარლამენტის გუშინდელ ისტორიულ რეზოლუციაში, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შემთხვევით და ვაცხადეთ, რომ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით და ვიბრძოლებთ პრინციპულად, თანმიმდევრულად ამ კრიმინალური რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვსარგებლობ კიდევ ერთხელ შემთხვევით და მოვუწოდებ განსაკუთრებით პარტია “ლელოს”, რომ გააცნობიეროს მისი შეცდომა და ევროპარლამენტის რეზოლუცია მაინც იღოს ყურად, ნუ გაჯიუტდება მის ძალიან მძიმე შეცდომაში, ნუ დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით ნუ შეუქმნის ლეგიტიმაციას ამ რეჟიმს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთიანობით, ერთად, უკომპრომისოდ და ჩვენი ქართველი ხალხის ბრძოლით და ჩვენ მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად დავამარცხებთ
ამ მოღალატეთა და კრიმინალურ რუსულ რეჟიმს,” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.
დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში ამხელს.
ანგარიშში მოხვდა მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა.