კობახიძე აუზის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

10.07.25 12:49
კობახიძე აუზის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გივი მიქანაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქმიანობისას მისთვის აკადემიის კუთვნილ აუზი არასდროს დაუხურავს. 

„რამდენიმე დღის წინ ამ სამარცხვინო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს შს აკადემიაში დავდიოდი აუზზე და საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გივი მიქანაძე ჩემთვის აუზში საცურაოდ კეტავდა კონკრეტულ აუზს, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული სამარცხვინო ტყუილია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის ინფორმაციით, გივი მიქანაძე, რომელიც პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, პოლიციელებისთვის განკუთვნილ სივრცეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ელიტას უთმობდა.

ექსპრემიერის პარტიის ლიდერების მონაყოლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის აუზის მომხმარებელთა სიაში იყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

თავად მიქანაძე გახარიას მონაყოლს მისი აკადემიიდან "გაგდებასთან" დაკავშირებით ჭორს უწოდებს.  მისი თქმით, აკადემიაში კობახიძე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა არა საცურაოდ, არამედ ლექცია წაიკითხა. 

მსგავსი სიახლეები