უახლოეს დღეებში დავასახელებთ თბილისის კოალიციურ მთავრობას - ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში დაასახელებს თბილისის კოალიციურ მთავრობას.
როგორც ნიკა მელიამ "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაწყებული აქვს და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.
უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვდგებით გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მერიის მომავალი მთავრობა, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი. ეს უნდა იყოს არჩევნები ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა - ცვლილებები. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს", - თქვა მელიამ ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.
შეუძლებელია, ვიყო გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე და თბილისის მერი. გულწრფელები უნდა ვიყოთ თბილისელების მიმართ. იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და, ამავდროულად, დედაქალაქის მერი შეუძლებელია. რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პირველ რიგში, ვიყო დედაქალაქის მერი, პარტიული ინტერესები წამძლევს", - აღნიშნა მან.