კახა კალაძე თორნიკე რიჟვაძეზე პირველ კომენტარს აკეთებს
ვინ ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს და ვინ სდებდა ბრალს "ბარიგების" მფარველობაში? - ამის შესახებ "პირველებმა" კახა კალაძეს ჰკითხა. თბილისის მერი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს - "ვერ გეტყვით".
- ცნობისთვის, სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, სადაც დაწერა, რომ მას "ბარიგობას" აბრალებენ და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ერთადერთი, რაც კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელზე თქვა, ის იყო, რომ აჭარის ყოფილ მეაურს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.
- ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 7 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა.
მთავარი საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა.
თორნიკე რიჟვაძე გუშინ ოჯახის სურვილით თურქეთის კლინიკაში გაადაფრინეს.