ემუქრება თუ არა ქართულ ბანკებს SWIFT-დან გათიშვა?
ემუქრება თუ არა ქართულ ბანკებს სვიფტის სისტემიდან გათიშვა? ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია ევროკავშირს სექტორალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს - მიზანი "ქართული ოცნებისთვის" ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტა.
ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი მოქმედებაზე გადავა, ვინ იქნება პირველი სამიზნე? ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში მძიმე დარტყმას ივანიშვილის "ბანკი ქართუ" მიიღებს.
- ცნობისთვის, სვიფტიდან გათიშვის შემთხვევაში ბანკებს ეზღუდებათ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება ცივილურ სამყაროში.
ირაკლი აბესაძის თქმით, ამ შემთვხვევაში, რუსულ საბანკო ურთიერთობაზე გადართვა და რუბლების გადარიცხვა-გადმორიცხვა.
მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ "ქართუსთვის" არ იქნება ეს უმძიმესი დარტყმა - "ეს მათ შორის პრობლემა იქნება დანარჩენი საბანკო სისტემებისთვის და ეს პრობლემა იქნება მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის".
სვიფტიდან საბანკო სისტემის გათიშვაზე უკვე მხოლოდ საუბრის დაწყებაც კი მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზინას აყენებს საბანკო სისტემას, ქართულ ეკონომიკას. მაღალი ალბათობით, ჯერჯერობით უნდა მოიაზრებოდეს მხოლოდ ვის სანქცირებაზეც საუბარია, ეს არის ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი ბანკი "ქართუ". რა თქმა უნდა, მხოლოდ "ქართუსთვის" არ იქნება ეს უმძიმესი დარტყმა, რომელსაც ფაქტობრივად მოუწევს რუსულ საბანკო ურთიერთობაზე გადართვა და რუბლების გადარიცხვა-გადმორიცხვა. ეს მათ შორის პრობლემა იქნება დანარჩენი საბანკო სისტემებისთვის და ეს პრობლემა იქნება მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის, ინვესტიციებისთვის და ეკონომიკისთვის, რომლის ჩამოშლაც უფრო მეტი ტემპით წავა", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ, თუ ე.წ. სექტორალური სანქციები მართლაც განხორციელდა, ეს ეკონომიკის სრულად ჩამოშლას გამოიწვევს.
თუკი ეს განხორციელდა, ეს იქნება ყველაზე მძიმე დანაშაუალი, რაც "ოცნებამ" საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ეს ნიშნავს ფაქტობრივად, არა მხოლოდ ფინანსური სისტემის კოლაფსს, არამედ მთელი ეკონომიკის ჩამოშლის. თუკი ეს განხორციელდა, ეს იქნება ყველაზე მძიმე სანქცია და ყველაზე მძიმე დანაშაუალი, რაც "ოცნებამ" ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე - საუბარია, ე.წ. სექტორალურ სანქციებზე, სანქციებზე იმ საწარმოებისა და იმ ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის კლანთან - ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სისტემის რეჟიმს, ბზინესმენები, მედია მენეჯერები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წევრები, ივანიშვილის კლანის გამაძლიერებელი სტრუქტურები. შეიძლება ვიგულისხმოთ აქ, რომ საქმე ეხება "ქართუ ბანკს" და "ლიბერთი ბანკს". "ქართუ ბანკის" სვიფტიდან გათიშვის შესახებ იყო ამასწინათ საუბარი epp-ის წლიურ კონფერენციაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში უკვე პირდაპირ არის ჩანაწერი სვიფტიდან გათიშვასა და სექტორალურ სანქციებზე. აქამდე ასევე იყო მკაფიო ჩანაწერი "ქართუ ბანკის" სვიფტიდან გათიშვაზე epp-ის რეზოლუციაში.
ანგარიშს მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 147 წინააღმდეგი იყო, 49-მ კი თავი შეიკავა.
ასევე ნახეთ: