ირაკლი აბესაძე: კახი კალაძე 400 მილიონ დოლარად, ჩინური CRRC წარმოების ვაგონებს შეიძენს
სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, კახი კალაძე 400 მილიონ დოლარად, ჩინური CRRC წარმოების ვაგონებს შეიძენს.
მისი ინფორმაციით, 600 მილიონ ლარიანი ტენდერი ისე ჩატარდა, რომ რეალურად ევროპელი მწარმოებლები მასში არ მონაწილეობდნენ.
აბესაძე აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია, გასულ წელს, ბულგარეთის ტენდერში, არაკეთილსინდისიერ ქმედებებში დაადანაშაულა. ამასთან, CRRC-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩინურ სამხედრო წარმოებად და აშშ-სთვის საფრთხედაა განსაზღვრული.
"დღეს კალაძის მერია მეტროს ვაგონების შეძენაზე კონტრაქტს გააფორმებს და ჩინური CRRC წარმოების ვაგონებს შეიძენს დაახლოებით 400 მილიონ ლარად.
- 600 მილიონ ლარიანი უმსხვილესი ტენდერი ისე ჩატარდა, რომ არცერთი ევროპელი მწარმოებელი რეალურად არ მონაწილეობდა მასში.
- გამარჯვებული მწარმოებელი CRRC შარშან ევროკომისიამ დაადანაშაულა არაკეთილსინდისიერ ქმედებებში ბულგრეთის ტენდერში და მან გამოძიების დასრულებამდე უარი თქვა ტენდერზე.
- CRRC აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით განსაზღვრულია ჩინურ სამხედრო წარმოებად და საფრთხედ აშშ-სთვის, შესაბამისად მასზე ვრცელდება მნიშვნელოვანი შეზღუდვები და რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ შარშან მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ხაზინისგან მისი სანქცირების საკითხის შესწავლა ირანთან არსებული მსხვილი კონტრაქტების გამო.
- ტენდერში ფორმალურად მონაწილეობა მიიღო SCODA-მ და ვაგონის ფასად დააფიქსირა 1 ლარი. რაც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ამ უმსხვილეს ევროპელ მწარმოებელს ჰქონდა თბილისის ტენდერში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ვერ ხედავდა უმცირესს შანსსაც კი, რომ გაემარჯვა. რატომ? - ეს აჩვენებს, რომ სატენდერო პირობები ისე იყო მორგებული "ვიღაცის" ინტერესებს, რომ სამართლიანი კონკურენციის არე აღარ დარჩა.
რატომ დაიგეგმა ტენდერი ისე, რომ ევროპელ მწარმოებლებს მონაწილეობის სურვილი არ გაჩენოდათ?! რატომ ვყიდულობთ ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანიისგან მეტროს ვაგონებს?! რატომ ვრისკავთ, რომ 400 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდეს კომპანიასთან, რომელიც შეიძლება ახლო მომავალში დასანქცირდეს აშშ-ს მიერ?! კითხვები რიტორიკულია, პასუხი ალბათ ნათელი," - წერს აბესაძე.
[ფოტოს ირაკლი აბესაძე პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში ავრცელებს]