გუშინ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

06.10.21 10:46
გუშინ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში  რჩება

გუშინ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში  რჩება. საოკუპაციო რეჟიმმა ისინი სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. შეიარაღებული რუსი ე.წ მესაზღვრეები სულ საქართველოს 4 მოქალაქეს აედევნენ, ერთმა თავს გაქცევით უშველა, მეორე კი სიმაღლიდან გადავარდა და ახლა მკურნალობის კურსს დედაქალაქის ერთ ერთ კლინიკაში გადის.

"პირველების" ინფორმაციით ორი ახალგაზრდა  ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლარპრში იმყოფება, საოკუპაციო რეჟიმი მათ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. 

მსგავსი სიახლეები