დაკავებების შიში "ოცნებაში" - ვინ იქნება შემდეგი?
იქნება თუ არა კახა კალაძე მერობის კანდიდატი? მაღალჩინოსანმა პოზიცია შეცვალა და გადაჭრით ვერაფერს ამბობს. კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც "ოცნების" შიდა დაპირისპირების სულ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კალაძის საქმე საციხოდ აქვს. "ნაციონალური მოზრაობის" ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მას ივანიშვილთან ორი მილიარდი ლარი აქვს მისატანი, კალაძის ე.წ შავი ბუღალტერიას კი საკრებულოდან მერიაში საგანგებოდ გადაყვანილი გიორგი ტყემალაძე ითვლის.
ელოდება თუ არა კალაძე დაკავებას? თბილისის მერმა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ბინძური კამპანია" და "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა" უწოდა.
მოსალოდნელ დაკავებების სერიაზე "ქართული ოცნების" ოპონენტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
ვინ იქნება შემდეგი და უნდა ველოდოთ თუ არა ხმაურიანი დაკავებების სერის გაგრძელებას? -ოპოზიციაში აქვთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარივე გუნდის წევრებიდან მოპარული ფულის ამოღება დაიწყო.
ოპოზიციის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთია, ვისაც ივანიშვილი დიდი ფულის მიტანას აიძულებდა. რიჟვაძეზე საუბრისას კალაძე დღეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.
დეტალები ნახეთ, ტატა წოწონავას რეპორტაჟში.