"ოცნება" არჩევანს ამჯერადაც ჩინეთზე აკეთებს - კალაძე 400 მილიონად მეტროსთვის ჩინურ ვაგონებს ყიდულობს

10.07.25 20:44
"ოცნება" არჩევანს ამჯერადაც ჩინეთზე აკეთებს - კალაძე 400 მილიონად მეტროსთვის ჩინურ ვაგონებს ყიდულობს

კალაძე 400 მილიონად  მეტროსთვის ჩინურ ვაგონებს ყიდულობს. შეთანხმება შუამავალ კომპანია "ჯი თი გრუპსა" და მერიას შორის დღეს შედგა. 150 მილიონიან ევროს კონტრაქტზე კორუფციის მკვლევარებს ბევრი კითხვა აქვთ: რატომ შეირჩა ჩინური კომპანია, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია აქვს და შესაძლოა ამერიკის მხრიდან სანქცირებულთა შორის აღმოჩნდეს, რადგან ის შტატებმა ირანთან კავშირში ამხილა. ამავე კომპანიასთან პრეტენზიები აქვს ევროკომისიასაც - ბულგარეთში ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.  

ხომ არ იყო სატენდერო წინადადებები ერთ კომპანიაზე მორგებული? - კორუფციის მკვლევარები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სვამენ კითხვას, რატომ შეირჩა ეს კომპანია, როცა ტენდერში მონაწილეობდა ასევე ევროპული კომპანია "შკოდა", რომელმაც ერთი ვაგონის ფასად სიმბოლურად ერთი ლარი დაასახელა.

შესაძლო გარიგებებს ჯითი გრუპში უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ შემოწირულობები ტენდერებთან კავშირში არ არის. რაც შეეხება, რისკებს, რაც შესაძლოა თბილისმა ჩინური კომპანიის სანქცირებით ნახოს, ამტკიცებენ, რომ კონტრაქტში ყველაფერი გათვალისწინებულია.

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები