უახლოვდება თუ არა ივანიშვილს ბრიტანეთის სანქციები - საკითხზე თემთა პალატაში იმსჯელეს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.
ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემს საქართველოს შესახებ კითხვები ბრიტანეთის პარლამენტში, ინგლისის სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელმა პოლიტიკოსმა, ფილ ბრიკელმა დაუსვა. ბრიკელი "ოცნებას" პრორურულ ხელისუფლებად ღად მოიხსენიებს და დევიდ ლემს ეუბნება, რომ ივანიშვილი გუნდი ქვეყანაში განსხვავებულ აზრს და იმ მოქალაქეებს ებრძვის, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს. ინგლისელმა პოლიტიკოსმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირ უთხრა, რომ ვირჯინიის კუნძულები "ოცნების" პოლიტიკური ელიტისთვის სიმდიდრის დასამალად გამოიყენება.
მინისტრო, თქვენ უკვე დიდი ხანია სათავეში უდგახართ კამპანიას, რომელის მიზანია ლონდონი აქციოს კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დედაქალაქად და ეს მცდელობა დიდ შექებას იმსახურებს. ამ კონტექსტში, მე მსურს, ძალიან მოკლედ გაგესაუბროთ საქართველოს შესახებ. საქართველოში "ქართული ოცნების" წამყვანი წევრები ანუ პრორუსი "ქართული ოცნების" წევრები, გარდა იმისა, რომ ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების მოგუდვას და ახორციელებენ ქართველ ხალხზე ძალადობას, ამასთან ერთად, ისინი ასევე იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი სიმდიდრის გადასამალად ფინანსური გასაიდუმლოების გზით. ამ ფონზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ ვერ მოახერხეს საჯარო ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მფლობელების რეესტრებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტი, რომელიც ამ პარლამენტში მივიღეთ 2018 წელს. ამის შემდეგ ვირჯინიის კუნძულებმა ვერ მოახერხეს კანონის შემოტანა ვერც 2020-ში და ვერც 2023-ში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, იქნას აღქმული ეს საქციელი?, - ჰკითხა ბრიკელმა ლემს.
თავის მხრივ, დევიდ ლემმა ბრიკელს უთხრა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე ქონების გადამალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
ეს ნიშნავს საშინელ მესიჯს! ჩვენ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან და ჩვენ ამას სერიოზულად განვიხილავთ და ზუსტად ამიტომ მე მექნება კონფერენცია მოგვიანებით, არაკანონიერ ფინანსებთან დაჯავშირებით. თქვენ რომელი თემაც წამოწიეთ საქართველოს კორუფციაზე, მე ამ თემაში დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ მე მას დეტალურად გადავხედავ და ამაზე გავესაუბრებით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს,- განაცხადა ლემმა.
"ოცნების" წევრების მიერ ბრიტანეთის ოფშორულ ზონებში გადამალული ქონებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ვრცელ ანგარიშში დაწერა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაასანქცირებს, ივანიშვილის ბიზნესიმპერია ჩამოინგრევა, რადგან მას ძალიან ბევრი ბიზნესი კაიმალის და ვირჯინიის კუნძულებზე აქვს რეგისტრირებული.