სირცხვილია, რომ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც მსგავსი ენით ესაუბრება ხალხს - სამადაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
ფრაქცია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, წერილს ეხმიანება. სამადაშვილის შეფასებით, მსგავსი ტიპის ლექსიკით პრემიერის საუბარი საზოგადოებასთან სირცხვილი და პრობლემების მომტანია.
სირცხვილია, რომ ქვეყანას ჰყავს პრემიერმინისტრი, რომელიც მსგავსი ენით და მსგავსი გზავნილებით ესაუბრება უმძიმეს პრობლემებში ჩავარდნილ საზოგადოებას, მაშინ როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდეტი და პირველი პირი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში პირველად არის დაპატიმრებული და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეშფოთება მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ხდება სერიოზული გამოწვევა მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაში. ამიტომ ეს იაფასიანი პიარსვლები არის მმართველი გუნდის , როგორც ჩანს ისევ მოშემ დაუწერა გზავნილები, რითი უნდა ესაუბროს საზოგადოებას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, პრემიერმა ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკააშვილის შესახებ საუბრობს. ღარიბაშვილი წერილში მესამე პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობასა და ნარკოდამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.