მოასწრებს თუ არა ივანიშვილი ოფშორებში დამალული ქონების გადარჩენას? - რას ამბობენ ექსპერტები

11.07.25 13:41
მოასწრებს თუ არა ივანიშვილი ოფშორებში დამალული ქონების გადარჩენას? - რას ამბობენ ექსპერტები

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა, მან ოფშორებიდან ბიზნესების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ამას ხელი გასულ წელს "ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებულმა ოფშორების შესახებ კანონმაც შეუწყო.

ამის მიუხედავად, გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი საკუთარი ბიზნესების სრულად გადმოტანას ვერ მოახერხებდა. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ბრიტანეთმა სწრაფად იმოქმედოს და ივანიშვილის წინააღმდეფ ფინანსური სანქციები რაც შეიძლება სწრაფად დააწესოს. მათი თქმით, ოფშორებში კომპანიები არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ "ოცნების" სხვა წევერბსაც აქვთ. 

დიდი კომპანიები, რომლებიც იმართებოდა ვირჯინიის კუნძულებიდან და საბოლოო რეგისტრაციის ადგილი იყო ვირჯინიის კუნძლები, უკვე საქართველოში არის გადმორეგისტრირებული მისი ოჯახის წევრების სახელზე. თუმცა არის რაღაც კომპანიები, რომლებიც დღემდე რჩება ვირჯინიის კუნძლებზე, ასევე აქვს კაიმანის კუნძულებზე.

ითქვა გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში, რომ დაინტერესდნენ საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მაღალჩინოსანს ხომ არ აქვს ქონება, აქ შეიძლება, გაცლებით მეტი კომპანია და მეტი ადამიანიც აღმოჩნდეს. ეს ჩვენ წლების განმავლლობაში სხვადასხვა გზებით მოპოვებული ინფორმაცია, ვთქვათ, რაც ვიცით ივანიშვილზე და არ ნიშნავს, რომ სხვა კიდევ არ აქვს. ასევე არ ნიშნავს, რომ მოქმედ ან ყოფილ მთავრობის წევრებს არ აქვთ იგივე ბრიტანეთის ოფშორულ კომპანიებში სხვადასხვა ქონება და ბიზნესი რეგისტრირებული. ორი მსხვილი ბანკი, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი რესგიტრირებულია დიდ ბრიტანეთში და მათ ავტომატურად უწევთ დიდი ბრიტანეთის დაწესებული სანქციების გათვალისწინება და ნებისმიერ ადამიანს დაებლოკება ამ ორ ბანკთან ნებისმიერი მომსახურების მიღება, ვინც მოხვდება ბრიტანეთის სანქციებში, - ამბობს ეონომისტი ბესო ნამჩავაძე. 

კიდევ ერთი ფინანსისტი გიგი ბედინეშვილი ამბობს, რომ თუკი დიდი ბრიტანეთი ივანიშვილს მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს, ეს მისი საქმიანობის პარალიზების ტოლფასი იქნება. 

ბრიტანულ ვირჯინიის კუნძლებზე მოსთხოვდნენ მას, გაეტანა ეს აქტივები და ეტყოდნენ, რომ შეუწყვეტდნენ მომსახურებას იაქაური ე.წ. აგენტები და იქაური დირექტორები. შეიძლება, რაღაც დროზე შეთანხმდნენ, რომ აი, ამ ვადას გაძლევთ და ამ ვადის განმავლობაში გაიტანე. შეიძლება, ეგეთი სიტუაცია იყოს, არ ვიცი. გამიკვირდებოდა თუ აქვს კიდევ რაიმე VVI-ზე თუ ისეთივე სანქციები დააწესეს, როგორსაც რუს ოლიგარქებს ადებენ, მაგალითად, ამერიკელებიც და ინგლისელებიც და ევროპელებიც. თუ ეს მოხდა, ეს იქნება პარალიზება მისი საქმიანობის, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი. 

ბოლო რამდენიმე კვირაა ბრიტანეთიდან მკაფიო სიგნალები მოდის. კერძოდ, დევიდ მაკლერს თემთა პალატაში ინიცირებული აქვს წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ინიციატივას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ემატება.

ასევე, ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ბრიტანეთის მიერ ორგანიზებულ შეხვერდაში, ევროკავშირის, საფრანგეთის და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები