ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია - იუკნევიჩიანე

06.10.21 11:27
ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია - იუკნევიჩიანე

ლიეტუველი ევროპარლამენტარ,ი რასა იუკნევიჩიენე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს Twitter-ზე  ეხმაურება.  "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ", - ეს ფრაზა პრემიერმა "იმედის" ეთერში თქვა. იუკნევიჩიანეს შეფასებით, ღარიბაშვილის მუქარა პირდაპირი აღიარებაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია და თავად  განცხადება შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან ეს პირდაპირი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ეს სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან - წერს სოციალურ ქსელში იუკნევიჩიანე.

 

 

მსგავსი სიახლეები