20 ივნისის საქმე - ემზადება თუ არა “ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას დასაჭერად
20 ივნისის საქმე- ემზადება თუ არა “ქართული ოცნება“ ყოფილი პრემიერის დასაჭერად. “ოცნების“ წევრების განცხადებებიდან ჩნდება განცდა, რომ არ არის გამორიცხული, ყოფილი პრემიერის და 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მყოფი, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყოს.
მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას გახარია ვერ გაექცევა და “20 ივნისის მოვლენების გამო, კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.“
დავით მათიკაშვილის მტკიცებით, “პარლამენტის წინ იყო იმ სახის პოლიციური ღონისძიებებიც, რაც შესაძლოა, გართულების გარეშეც დასრულებულიყო.“
გვახსოვს ის ძალმომრეობა, რომელიც იყო პარალამენტის სასახლის წინ, იყო შესაბამისი პოლიციური ღონისძიებები გატარებული, თუმცა იყო იმ სახის პოლიციური ღონისძიებაც, რაც შესაძლოა, ამ სახის გართულების გარეშეც დასრულებულიყო. ბუნებრივია, ამ საკითხზე პასუხს აგებს ის ადამიანი, ვინც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, -განაცხადა მათიკაშვილმა.
არჩილ გორდულაძე პირდაპირ ამბობს, რომ “გახარიას მოუწევს ყველანარი პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის, რა დავალებები იქნა გაცემული, სრულად იქნება გამოძიების საგანი.“
ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, მათ შორის, გიორგი გახარიას საყვარელი “ტვ პირველის“ ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე, მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, მას მოუწევს ყველანარი პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის, რა დავალებები იქნა გაცემული, სრულად იქნება გამოძიების საგანი. პასუხისმგებლობის აღება არ იქნება მხოლოდ სიტყვები, მას მოყვება შედეგიც,- ამბობს გორდულაძე.
მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ “გახარიამ კომისიაზე ახსნა-განმარტებებით, რა კითხვებიც იყო, უფრო გაამრავლა, არათუ პასუხები გასცა.“
ადრე თქვა, ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასა და ახლა თქვა, არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო, ანუ რეალურად პოლიციელსბ შეაწმინდა ხელი, ყოველ შემთხვევაში სცადა. ეს არის დამატებული კითხვები, რასაც იმედია, გამოძიება პასუხს გაცემს, -ამბობს მაჭარაშვილი.
20 ივნისის მოვლენებიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული დათვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმაა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისია 20 ივნისის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.