სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ოპოზიციაში პირველი შეფასებები მოჰყვა

11.07.25 18:16
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ოპოზიციაში პირველი შეფასებები მოჰყვა

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ოპოზიციურ პარტიებში პირველი შეფასებები მოჰყვა. კოალიაცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" და პარტია “გახარიას საქართველოს“ ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოზიცია კვლავ უცვლელია, რადგან მიჩანიათ, რომ ბრძოლის ხაზი არჩევნებზე გადის. 

მათი თქმით, “ჯერ კიდევ ვერ მოისმინეს შესაბამისი არგუმენტი, რატომ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და არსებობს თუ არა სხვა გზა რეჟიმის ჩამოშლის.“

ხელისუფლება, რომელმაც უღალატა საკუთარ ხალხს, რომელმაც ფაქტობრივად გააღარიბა, გააღატაკა და მიატოვა ჩვენი მოქალაქეები, არ უნდა დავტოვო მარტო იმ ბრძოლის ველზე, რასაც ჰქვია არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ჩვენ არც სამართლიანი და არც თავისუფალი საარჩევნო პროცესის. იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე ხელი ავიღოთ და რაღაც სხვა გზას დავადგეთ, ვინმემ უნდა გვაჩვენოს, რომ უკეთ მოვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესებს, ვიდრე საარჩევნო... უფრო სწორედ ამ საარჩევნო ბრძოლის ძალიან უთანასწორო, ძალიან მძიმე პროცესში მონაწილეობის გზით," - განაცხადა სამადაშვილმა. 

ჩვენი ოპონენტები ოპოზიციიდან, რომლებიც თვლიან, რომ ბოიკოტი არის მათი საშუალება გამარჯვების და ამ რეჟიმის ჩამოშლის, ჩვენ მათ განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ, განსხვავებით მათგან, როდესაც ისინი თავს გვესხმიან ჩვენ დაუმსახურებლად," - ამბობს ზაზა თავაძე.

რაც შეეხება იმ პარტიების პოზიციას, რომლებიც ბოიკოტის მომხრეები არიან, ამბობენ, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ჯერ კიდევ აქვს დრო, უარი თქვას საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

კრიტიკა უნდა მიიღოს ყველამ და დღესაც ვამბობთ, რომ კიდევ აქვთ შანსი მათ, იგივე "ლელომ", იგივე გახარიას გუნდმა, რომ უარი თქვან იმ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, რომელი სპეცოპერაციაც დაგეგმილი აქვს უკვე ივანიშვილს და შედეგებიც დაწერილი აქვს. ეს იქნებ ამისი "გაპრავება" და მეტი არაფერი და მისთვის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მინიჭება, რითაც ცდილობს ის, რომ რამენაირად ლეგიტიმაცია მიიღოს.
პატივი ვცეთ პოლიტპატიმრებს, პატივი ვცეთ იმ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად, 200 დღეზე მეტია უკვე აპროტესტებს ამ ყველაფერს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ  არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც დეტალურად იხილავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და ბოიკოტის საკითხს, ასევე საუბრობს, თუ რატომ არ გამოდის ერთობა და რითი შეიძლება განმტკიცდეს ის. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბოიკოტის მომხრეა, მიაჩნია, რომ ბოიკოტის შერჩეული ფორმა მცდარია და განწირულია მარცხისთვის - "ამიტომ, საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ რაღაც უფრო ქმედითი და შედეგისმომტანი გზები".

ერთობის გარეშე არაფერი კარგი არ გველის. სჯობს ეს ოთხი ოპოზიციური ცენტრი ერთ საერთო მოქმედებაზე შეთანხმდეს - წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

წერილი ვრცლად იხილეთ ბმულზე.

 

მსგავსი სიახლეები