ხმაური სამტრედიაში - საოლქო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს
სამტრედიის 54-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოსა" და „ლელოს“ წევრები საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა, როგორც არჩევნებმა, ასევე არასწორად მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა. აქციის მონაწილეები ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.