კალაძემ რიჟვაძეზე სერიოზული კომენტარისთვის ვერ მოიცალა, ეტყობა, მთაწმინდაზეა ასული და გამოსაქანებლად ემზადება-მედეა ვასაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, მედეა ვასაძეს აინტერესებს რატომ აქამდე შეფასება და კომენტარი არ გააკეთა თორნიკე რიჟვაძის ამბავზე ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რადგან, ვასაძის თქმით, სწორედ ის იყო რიჟვაძის რეკომენდატორი თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
ჟურნალისტის პასუხზე, რომ ის მცირედი კომენტარით შემოფარგლა და რიჟვაძეს მხოლოდ გამოჯანმრთელება უსურვა, ვასაძემ განაცხადა:
აჭარაში ყველამ იცის, რომ რიჟვაძის რეკომენდატორი ამ თანამდებობაზე იყო კახა კალაძე, მის კომენტარს მე ვერსად ვე წავაწყდი, ნეტავ, სად არის? მე მგონია, რომ მან სერიოზული კომენტარისთვის იმიტომ ვერ მოიცალა, რომ მთაწმინდაზეა ასული და იქიდან გამოსაქანებლად ემზადება.
მისივე თქმით, საქართველო ამ ხელისუფლებისგან ძალიან დაიღალა და დროა, მოცილდნენ ქვეყანას.
იცით, როგორი დაღლილია საქართველო ამ ხელისუფლებისგან? ამათ აუცილებლად უნდა აიკრიბონ გუდა ნაბადი და მოცილდნენ ამ ქვეყანას, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩინიშნოს უნდა აუცილებლად ახალი საპარლამენტიო არჩევნები,- განაცხადა მედეა ვასაძემ.
თბილისის მერი, კახა კალაძე რიჟვაძის თემას მხოლოდ გუშინ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმურა.
ერტადერთი რაც კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელზე თქვა, ის იყო, რომ აჭარის ყოფილ მეთაურს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.