დაკითხვების სერია სუსში - ვინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დაკითხვაზე მიიყვანეს (ექსკლუზიური დეტალები)

11.07.25 20:21
დაკითხვების სერია სუსში - ვინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დაკითხვაზე მიიყვანეს (ექსკლუზიური დეტალები)

"ქართული ოცნების" ექს მაღალჩინოსნებს სუსი გამოკითვებზე ატარებს. "პირველების" მოპოვებული ინფორმაცით, დაკითხვაზე სახელწმიფო ენერგეტიკული კორპორაცია "საქრუსენერგოს" ყოფილი დირექტორი ბაჩანა სულაძე დაიბარეს. სულაძემ ეს ფაქტი ჯერ დაგვიდასტურა, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ურეკავდნენ, ფაქტები უარყო. 

"პირველების" ინფორმაციით, ბაჩანა სულაძე, რომელიც სახელმწიფო კომპანია "საქრუსენეგოს" ექს შეფი და ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატია, ქვეყნიდან არ გაუშვეს. ის ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, რა დროსაც საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

სულაძეს და დაკვებულ მიქაუტაძეს საერთო ბიზნესი აქვთ - სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში ისინი მოცვის ბაღებს ფლობენ. რას ეხებოდა საგამოძიებო უწყების კითხვები, სულაძე არ გვპასუხობს, თუმცა, თავდაპირველად დაგვიდასტურა, რომ გამოკითხვაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა.

ბაჩანა სულაძეს და რომეო მიქაუტაძეს მოცვის ბაღები სამეგრელოში აქვთ. სავარაუდოდ, გამომძიებლების კითხვები, კომპანია ბლუბერი ლაბში წილების ჩუქებას ეხება. კომპანია 2019 წელს მოქალაქე ნინო ქარდავამ დააფუძნა - დარეგისტრირებიდან ორ კვირაში მოცვის ბაღების გასაშენებლად ქარდავას სახემწიფომ სოფელ ჩხორიაში 133 190 კვ მეტრი მიწა 25 წლიანი იჯარით გადასცა. რამდენიმე თვეში მან მიიღო სახლემწიფოსგან "დანერგე მომავლის" პროექტის ფარგლებში 91 ათასი ლარის დაფინანსებაც. 2021 წელს კი ქარდავამ კომპანიის 33 პროცენტიანი წილი აჩუქა როგორც მიქაუტაძეს, ისე სულაძეს. რატომ გააჩუქა სახელმწიფო მოხელეებზე წილები, შაბათის ეთერის კითხვაზე ქარდავას პასუხი არ ჰქონდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები