სააკაშვილის აქციას წყლის ჭავლით, ან მხუთავი აირით დავშლიდით - ღარიბაშვილი

06.10.21 11:00
სააკაშვილის აქციას წყლის ჭავლით, ან მხუთავი აირით დავშლიდით - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილს ვრცელ წერილს უძღვნის და მესამე პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ვერსიას ავითარებს. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოჩნდებოდა, სახელმწიფო წყლის ჭავლით, ან მხუთავი აირით დაშლიდა მის მხარდამჭერებს, ხოლო ყოფილ პრეზიდენტს პოლიცია დააკავებდა. 

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება, აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს" - წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეებს 3 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები